„GL Business Group“
კომპანია “GL BUSINESS GROUP“ დაარსდა 2020 წელს, 2021 წელს კი, კოვიდპანდემიის დროს მიენიჭა ლიდერი კომპანიის სტატუსი სხვადასხვა მიმართულებით.
2020 წელს, ჩვენ ოფიციალურად შევედით ყაზახეთის და ყირგიზეთის ბაზარზე, სადაც კომპანიამ მალევე დაიკავა წამყვანი პოზიციები როგორც ავტომობილების საცალო იმპორტის მიმართულებით, ასევე B2B მიმართულებით.
2021 წელს, „GL BUSINESS GROUP“ ფლობს სამ ფილიალს ამერიკის სხვადასხვა ქალაქში.
2021 წელს „GL BUSINESS GROUP“ ოფიციალურად იღებს ყველანაირ საჭირო ლიცენზიას ამერიკაში, რათა მოახდინოს ავტომობილების ექსპორტი თავად, ყოველგვარი სხვა მესამე პირის ჩარევის გარეშე. .
2021 წლიდან ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზებთან. ვამარაგებთ სხვადასხვა სახის ტექნიკით, სამედიცინო და არასამედიცინო პროდუქციით. პარტნიორი ორგანიზაციების რიცხვმა კი 100–ს გადააჭარბა.
2021 წელს გავხსენით საყოფაცხოვრებო ქაღალდების და ქიმიის საწარმო/ქარხანა თურქეთში ქ. ადანაში, საიდანაც ვახორციელებთ ამიერკავკასიის ქვეყნების, საქართველოს და ადგილობრივი ბაზრების მომარაგებას.
2022 წლიდან ვთანამშრომლობთ სახელმწიფო უწყებებთან, როგორც სატრანსპორტო სალოჯისტიკო, ასევე სხვადასხვა სახის პროდუქციით მომარაგების კუთხით.
„GL BUSINESS GROUP“-ს აერთიანებს ერთი მიზანი, რომ ჩვენმა თითოეულმა მომხმარებელმა მიიღოს მაქსიმალურად გამჭვირვალე მომსახურეობა, ყოველგვარი დაფარული და გაუთვალისწინებელი ხარჯების გამორიცხვით. ჩვენ ვუფრთხილდებით თქვენს დროს, ვაფასებთ თქვენს სტატუსს და პატივს ვცემთ თქვენს მოთხოვნებს.
2024 წლის ბოლოს დაგეგმილია რამოდენიმე ახალი და საინტერესო პროექტი, რომელიც იქნება რევოლუციური ბაზარზე, როგორც ავტო იმპორტის და ლოჯისტიკის, ასევე საყოფაცხოვრებო თუ სამედიცინო პროდუქციის მომარაგების მიმართულებით.